ბუდაპეშტი მოგზაურობისთვის საუკეთესო მიზეზია

- მდებარეობა ბუდაპეშტი 1.8 მილიონიანი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის (დანუბე) სანაპიროზე მდებარეობს. ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარე, ყველაზე ინტერნაციონალურია მთელს მსოფლიოში. იგი კვეთს 10 ქვეყნის ტერიტორიას და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარე დუნაიზეა განთავსებული 4 ქვეყნის დედაქალაქი: ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი
სანახაობა ქალაქი არაერთ წყაროში სახელდება, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქი, მისი უამარავი სანახაობრივი ადგილით, რომლიც მსოფლიოს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. მდინარე დუნაის სანაპიროები, ანდრაშის გამზირი, ბუდას სასახლე, გმირთა მოედანი, უნგრეთის პარლამენტი და გეოთერმული აბანოები ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. ქუჩები და გამზირები როგორც ყველა ქალაქში, აქაც არის გამორჩეული ქუჩა და გამზირი, რომელიც ტურისტებს იზიდავს.
ვაცის ქუჩა (Váci utca) ქალაქის ცენტრალური ქუჩაა, რომელიც აერთებს ცენტრალურ მოედანს Vörösmarty Square და ქალაქის დიდ ბაზარს. ეს არის პეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც ოდითგანვე გადაიქცა სასეირნო და დასასვენებელ ადგილად. აქ განთავსებულია როგორც კაფეები და ბარები, ისე ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ქუჩას კვეთს ელიზაბეტის ხიდისკენ მიმავალი გამიზირი. აუცილებელია მოგზაური ესტუმროს ანდრაში გამზირს, რომელიც აერთებს ქალაქის ცენტრს ქალაქის პარკთან. ეს გამზირი 1872 წელს აშენდა და უმეტესად ნეო-რენესასნული სტილის შენობებით არის გაშენებული. გამზირის ქვეშ გადის მეტრო, რომელიც უკვე ასწლეულს ითვლის
თუ უკვე გადაწყვიტეთ ბუდაპეშტის მონახულება დაგვიკავშირდით:
IRC Tour
2 30 62 34;
irctour@irc.com.ge
გვესტუმრეთ: გამრეკელის N8