ზამთრის ცხელი კურორტები

ზამთრის ცხელი კურორტები

 

 
 
არსებობს მოსაზრება თითქოს ზღვაზე დასვენება მხოლოდ ზაფხულის პერიოდშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. არსებობს უამრავი კურორტი სადაც ზღვაზე ბანაობა და გარუჯვა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.ზამთრის პერიოდში ყველაზე პოპულარული მიმართულებები ზღვაზე დასვენებისთვის არის: ტაილანდი, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კანარის კუნძულები, გოა, შრი-ლანკა, მალდევიბი და სხვა.ჩვენ ზოგიერთ მათგანზე მოგითხრობთ...
 
 
 
 
 
 
 
 
 


 
 
ეგვიპტე ზამთარში ეგვიპტეში დასვენება უკვე ტრადიციათ იქცა, რადგან სხვა მსგავსი კლიმატური პირობების კურორტებთან შედარებით ეგვიპტეში დასვენება ბევრად იაფი დაგიჯდებათ და რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჩარტერული რეისით თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისი, რაც ეგვიპტეში დასვენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ტაილანდი ტაილანდში დასვენება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ უბრალოდ სანაპიროზე, დაკავდეთ დაივინგით, გაემგზავროთ ეკოტურისტულ მარშრუტებში, ასევე შესაძლებელია შეიძინოთ კომბინირებული ტურები. ტაილანდში გამგზავრების საუკეთესო პერიოდია ნოემბრიდან-მარტის თვის ჩათვლით

1. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ტაილანდში არის 28-30 გრადუსი

2. წყლის საშუალო ტემპერატურა სიამის ყურეში 25 გრადუსი

3. ყველაზე პოპულარული კურორტები: ფხუკეთი, პატაია

4. საშუალო ბიუჯეტი 1000$

 

გოა ბოლო წლების განმავლობაში ახაგაზრდა მოგზაურებში გოა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.ტემპერატურა 28-32 გრადუსი.წტლის ტემპერატურა 23-25 გრადუსი.გოაზე თქვენ იხილავთ, თუ როგორ ერწყმის აღმოსავლური და დასავლური კულტურის სინთეზი. ეს უჩვეულო კავშირი აღიქმება ყველგან, არქიტექტურით დაწყებული, სამზარეულოთი დამთავრებული, გარდა ამისა მნიშვნელოვანია გოაზე ცხოვრების დაბალი ფასები. თუმცა თუ თქვენ მაქსიმალური კოფორტის მოყვარული ხართ ფეშენებელურ სასტუმროსაც ადვილად იპოვით.უსასრულო თეთრი პლიაჟები, პალმები, სუნელების არომატი ჰაერში და თავბრუსდამხვევი ღამის ცხოვრება, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც გოაზე დასვენებას უჩვეულოს და საოცრად ეგზოტიკურს ხდის.


 

 

 

 

არაბეთის გაერთიანებული საემიროებიემირატები ზამთარში ტურისტებისთვის „ათას ერთი ღამის ზღაპარ“-ს გავს, ლამაზი არქიტექტურა, მომავლის ინფრასტუქტურა, განსაცვიფრებელი ეკზოტიკური მცენარეები, სავაჭრო ცენტრები, ტრადიციული აღმოსავლური ბაზრობები. აქ თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია და აღმოსავლური კულტურა იდეალურად ერწმის ერთმანეთს. საშუალო ტემპერატურა ზამთარში 25-28 გრადუსია, წყლის ტემპერატურა კი 18-19 გრადუსი.აქ თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, იცხოვრებთ კომფორტულ სასტუმროში, მოინახულებთ ოქროსფერ სანაპიროებს. გარდა ამისა ეს იდეალური ადგილია როგორც პროფესიონალური ის სამოყვარულო შოპინგისთვის


 

 

 

კანარის კუნძულები კანარის კუნძულები იდეალურია მათთვის, ვისაც ცხელი ამინდების გადატანა უჭირს. აქ ძალიან ბევრი რამაა, რაც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს : ოკეანე, ვულკანი, საინტერესო ექსკურსიები და ღამის ცხოვრება.კანარის კუნძუკები კირჩხიბის ტროპიკზე მდებარეობს და ყველაზე ჯანსაღ კლიმატურ ზონად ითვლება. მთელი წლის განმვალობაში აქ ტემპერატურა 17დან 27 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო წყლის ტემპერეატურა 20 გრადუსზე ქვემოთ არასდროს ჩამოდის.კუნძულების მონახულება წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია, მთელი წლის განმავლობაში აქ შეგიძლიათ დაისვენოთ როგორ პლიაჟს მოყვარულებმა, ასევე სეირნობის და მთის მოყვარულებმაც. თუმცა ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი აქ, ტენერიფეს კარნავალზე ჩადის, რომელიც თებერვლის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება .

 

 

 

მადლივები ინდოეთის ოკეანეში გაფანტული 1190 კუნძული. თეთრი სანაპიროები, მარჯნის გამოქვაბულები, ქოქოსის და ბანანის პალმები, ფირუზისფერი წყალი, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბუნგალოები წყალში და ხმელეთზე...

მალდივებზე ფართოდ არის განვითარებული ტურიზმი და იზიდავს წყვილებს, ახალდაქორწინებულებს ან უბრალოდ, ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებს.