ბალოს - “მეკობრეების ლაგუნა” კუნძული კრეტა
ბალოს „მეკობრეების ლაგუნა“ ლაგუნა ბალოს, რომელიც მდებარეობს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე-მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და უნიკალურ ლაგუნად ითვლება. სანაპიროს უნიკალურობა, კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ ერთმანეთს ხვდება სამი ზღვა: კრეტას ზღვა ,ხმელთაშუა და იონის. მეცნიერების გამოთვლით, ლაგუნის წყლებში შესაძლებელია განვასხვავოთ 15 სხვადასხვა ფერი. ასევე განსხვავებულია წყლის ტემპერატურა სხვადასხვა ადგილას. სანაპირო არ არის მოწყობილი. აქ პრაქტიკულად არაფერი არაა, გარდა თეთრი, ადგილებში მოვარდისფრო ქვიშის და გასაოცრად გამჭირვალე წყლის, მაგრამ ამაში თავისი ხიბლია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ლამაზი სანაპირო - გასაკვირი არაა, რომ პრინცესა დიანამ და პრინცმა ჩარლზმა სწორედ ეს ადგილი აირჩიეს მათი თაფლობის თვისთვის.