ჰოკაიდო

ჰოკაიდო

თუ ოდესმე იაპონიაში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ჰოკაიდოს კუნძული. პერფექციონისტმა, ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულმა იაპონელებმა აქ ნამდვილი სამოთხე შექმნეს. ზამთრობით ტურისტებს და მოთხილამურეებს ჰოკაიდოს ველური ბუნება და თოვლიანი მთები იზიდავს, ხოლო ზაფხულობით შირეტოკოს ნახევარკუნძულიდან დელფინებზე და ვეშაპებზე დაკვირვება, კუშაროს ტბაზე თევზაობა და კანოეთი სეირნობა და მთა ასაჰიზე ლაშქრობებს მოწყობაა პულარული. აქვეა ტოია ონსენის ცხელი წყაროები და ბიეის ლავანდის მინდვრები.