კრეტა, ელაფონისი
ელაფონისი - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კრეტას სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთით. კრეტადან დაშორებულია 100 მეტრით და მშვიდი ამინდის პერიოდში მასზე მიღწევა შესაძლებელია ფეხით. კუნძული წარმოადგენს ბუნებრივ ნაკრძალს. ეს არის ძალიან ლამაზი და პოპულარული პლაჟი, ბერძნულად Elafonisi ნიშნავს "ირმების კუნძულს", არ არის ცნობილი, თუ რატომ დაერქვა ეს სახელწოდება. აქ წყალი ყოველთვის გაცილებით თბილია, ვიდრე კუნძულის სხვა პლაჟებზე . აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანაპიროზე არ არსებობს არცერთი დიდი სასტუმრო და სასტუმრო კომპლექსი. გარემოს დაცვის მიზნით მშენებლობა აქ აკრძალულია ,
ელაფონისი - ეს არის ერთ-ერთ სანაპირო სადაც შეგიძლიათ ბანაობა შტორმის დროსაც კი, აქ თითქიმ არასოდესაა ტალღები.
პლიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის მისი ვარდისფერი ქვიშა, ამ ფერს ქვიშას დაქუცმაცებული მარჯანი და ნიჟარები აძლევს, რომლებიც ზღვითაა გაპრიალებული. წყალი ქრისტალურად სუფთაა და აქვამარინის ფერისაა , რომლებიც ეგზოტიკას მოგვაგონებს.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ, ელაფონისი წარმოადგენს ბუნებრივ ნაკრძალს. ნაკრძალის ტერიტორიაზე იზრდება სხვადასხვა იშვიათი ყვავილები და ბინადრობს სხვადასხვა სახის ცხოველები. ამის გამო მკაცრად იკრძალება კარვის გაშლა, ასევე არ შეგიძლიათ დატოვოთ ნაგავი. აკრძალულია ცეცხლის ანთება და სანაპიროზე ღამის გათენება.