მალტა-ნამდვილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ!

რა ვიცით მალტის შესახებ? სავარაუდოა ალბათ სტანდარტული პასუხი: კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, იდუმალებით მოცული მალტის ორდენის რაინდები და მალტის ჯვარი...

კუნძული მალტა, რომლის სახელიც დაერქვა მთლიანად სახელმწიფოს, წარმოადგენს 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს. მალტა ფინიკიელების ენაზე ნიშნავს ”თავშესაფარს” რაც გამომდინარეობს კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან. აქ არის უამრავი მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური. ექვსი კუნძულიდან სამი - მალტა, გოზო და კომინო დასახელებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას , რომლის 80% ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.

როგორც სახელმწიფო მალტამ ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ 6000 წლის წინ. დღეს მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რაოდენობით ის მხოლოდ რომს თუ ჩამოუვარდება. მალტაზე შესაძლებელია იხილოთ ქვის ნაგებობები, ტაძრები-მეგალიტები, რომლებიც 1000 წლით ადრე აიგო ვიდრე ეგვიპტის ცნობილი პირამიდები.მეცნიერთა აზრით ტაძრები-მეგალიტები წარმოადგენენ ლეგენდარული ატლანტიდის გადმონაშთებს.

მალტაზე თავის ნაკვალევი დატოვეს კართაგენლებმა და ფინიკიელებმა, არაბებმა და ნორმანებმა, წმ. იოანეს ორდენის რაინდებმა და ნაპოლეონმა. მსოფლიო ცივილიზაციები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მალტა კი რჩებოდა. ბრიტანელებმა მალტის ბოლო კოლონიზატორებმა კი დატოვეს მეორე სახელმწიფო ენა.

ტურისტული გზამკვლევი

მალტა-იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათმშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულების და ფესტივალების ატმოსტოსფეროა, რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები და ულამაზესი ფეირვერკები

სიძველეების მოყვარულებმა აუცილებლად მოინახულეთ უძველესი ტაძრები დჟანტია, ხადჟარ იმ, ტარშინი. მალტის პატარა, ”სათამაშო” ქალაქების შემოვლა არ გაგიჭირდებათ ფეხითაც კი. ეს არის ე. წ. კანონი ”შვიდი წუთი” - ადგილობრივი მაცხოვრებლების ხუმრობა. მიუხედავად კუნძულის მინიატურული ზომისა მასზე მშვენივრადაა განვითარებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის: ბარები და დისკოტეკები, საუკეთესო პლიაჟები, სასტუმროები, კაზინოები. აქ შემოგთავაზებენ აგრეთვე ესტუმროთ კოსმეტოლოგიის და ტალასოთერაპიის ადგილობრივ ცენტრებს.

მალტის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა ეს არის ეგრეთ წოდებული ყვითელი ქვა, რომელიც სჭარბობს მალტის არქიტექტურაში და მატებს მას თავისებურ მომხიბვლელობას. მალტის ნაგებობების კარებს ამშვენებს სხვადასხვაგვარი ორიგინალური სახელურები, რომელთა შორის თქვენ ვერ იპოვით ორ ერთნაირს. ჩამოთვლილ თავისებურებებს კიდევ უფრო ავსებს და ხაზს უსვამს უცნაური, მალტის ქუჩებში მოძრავი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ყვითელი ავტობუსები, გამოშვებული წინა საუკუნის 50-იან წლებში.

მალტის არქიფელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანია (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანი, ”ცივილიზებული” და ”ველური”- ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებასა და სურვილებზე. აქ არის ყველაფერი იმისთვის, რომ ინებივროთკრისტალურად სუფთა წყლით და ულამაზესი ბუნებით. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით მშიდი და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) არ ეცემა 14 გრადუსის დაბლა.

წყლის ქვეშ ცურვის მოყვარულთათვის მალტა - ეს არის ელდორადო. ზღვის სანაპიროს კლდოვანი რელიეფი, უამრავი მღვიმე, გამოქვაბულები, უმდიდრესი წყალქვეშა სამყარო (რვაფეხები, კრაბები, კალმარები, ზღვის მამლები, კეფალი). წყალი აქ იმდენად სუფთაა, რომ ფოტოგადაღება შესაძლებელია განათების გარეშე ზღვის ფსკერზეც კი.

რამდენიმე რჩევა ღამის ცხოვრების მოყვარულთ

მათ ვისაც სურთ გაერთონ ღამით, ვურჩევთ ესტუმრონ პაჩევილეს. იქ, სენტ-ჟულიანსის კვარტალში შესაძლებელია ასაკის მიუხედავად გაატაროთ შესანიშნავი დრო. ცეკვის მოყვარულებს აქ ელოდებოდათ ხმაურიანი დისკოტეკები, ხოლო ლუდის მოყვარულებს მყუდრო ლუდხანები. არ შეგეშინდეთ იმის რომ ღამე აქ გახდებით უსიამოვნო შეხლა-შემოხლის მოწმე ან მონაწილე, ასეთი რამ აქ უბრალოდ არ ხდება. ღამით აქ შეგიძლიათ მშვიდად ისეირნოთ. მალტა მიეკუთნება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს. დამნაშავეობა აქ პრაქტიკულად არ არსებობს, ადგილობრივი ციხე ითვლის სულ რამდენიმე ათეულ პატიმარს.

არის მალტაზე რესპექტაბელური ღამის კლუბებიც. სადაც საჭიროების შემთხვევაში გამომაგწყობენ კიდეც: მოგცემენ პიჯაკს და ჰალსტუქს.

შეყვარებულებს, რომელთაც სურთ განმარტოება შესაძლებელია ვურჩიოთ რომანტიული ღამის გატარების ორი ხერხი. პირველი, ეს არის იახტა კუნძულ კომინოს ცისფერ ლაგუნაში. მთვარის შუქზე იახტაზე გატარებული ღამე – შეიძლება კი იყოს სხვა რამ ამაზე უფრო რომანტიული? ეს ღამე თქვენ ნამდვილად არასოდეს დაგავიწყდებათ. მეორე– შესაძლებელია გაიხსენოთ ქალაქგარეთ ყოფნისას ჩვენი საყვარელი დროის გატარების ერთერთი ტრადიციული საშუალება– მწვადები. გართობის ამ ხერხს მალტიურ იერს შემატებს გადასატანი სამწვადე (ბარბექიუ), მოთავსებული წყლის პირას კლდეზე. ვარკვლავების ქვეშ, ტალღების ხმის თანხლებით დაგემოვნებულ ხორცის ნებისმიერი ნაჭერს ექნება დაუვიწყარი გემო და არომატი. ამასთანავე ნებისმიერი საჭირო ინვენტარი თქვენ შეგიძლიათ აიღოთ იჯარით.

ნაციონალური სამზარელოს თავისებურებები

როდესაც მოინდომებთ მალტაზე ესტუმროთ რესტორანს არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი აქ მუშაობენ ინგლისური ყაიდით და 13.30–დან 19.00 საათამდე თქვენ იქ უბრალოდ ვერ მოხვდებით და მოგიწევთ გახსნამდე კარებთან ლოდინი . ამ დროს თამამად გაემართეთ არც თუ ისე მრავალრიცხოვანი კაფეებისკენ, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ თევზეული, რომელიც შედარებით ძვირია ხორციან კერძებზე. განსაკუთრებით მაღალი ფასი აქვს თევზეულის დელიკატესებს (ლობსტერები, კრევეტები, რვაფეხები და სხვა). საშუალო შესაძლებლობების ტურისტი აქ მიირთმევს ხორცისგან მომზადებულ უამრავ და უგემრიელეს კერძს. მაგალითად, ქოთანში მომზადებული ცხვრის ან ღორის ხორცი პომიდორით და ხახვით. აუცილებლად გასინჯეთ მალტური „ბრადჟიოლი“– ძროხის ხორცის მთლიანი ნაჭრებისგან მომზადებული ცხელი რულეტები, დატენილი ზეთის ხილით, კვერცხით, ბეკონითა და ოხრახუშით. მალტის ნაციონალური კერძია– კურდღელი ნივრით წითელი ღვინის სოუსში. ყოველ რესტორანში არსებობს იტალიური კერძების სტანდარტული მენიუ.

ადგილობრივი ღვინო ძალიან სასიამოვნოა გემოზე და ორჯერ იაფია იმპორტულზე. აქ მოიპოვება საკუთარი ლუდიც. უფრო ძლიერი სასმელების მოყვარულთათვის ერთგვარი გაფრთხილება – არაყს აქ დაგისხავენ ისე რომ ის ოდნავ დაფარავს ჭიქის ფსკერს და დაამატებენ ყინულს, ამიტომ თავიდანვე მოითხოვეთ: „Double Vodka- no ice”

მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი შუშის მწარმოებელი ფაბრიკა Mdina-glass აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ შუშასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი– ადგილობრივი წითელი ღვინო.

თუ გექნებათ შანსი, რომ გაემგზავროთ მალტაზე არ გადაიფიქროთ! მალტა თავისი მომხიბვლელობით, თვითმყოფადობით და ორიგინალურობით ნამდვილად არ ტოვებს გულგრილს ყველაზე გამოცდილ ტურისტსაც კი. ჩათვალეთ რომ საუკეთესო ადგილი იმისთვის რომ დაისვენოთ და გაერთოთ თქვენ უკვე იპოვეთ.