ზოდიაქოები და ქვეყნები

ზოდიაქოები და ქვეყნები

რომელ ქვეყნებში უნდა იმგზაუროთ, თქვენი ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა

რომელი ქვეყანები მოახდენს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას,

ზოდიაქოს ნიშნები და მათთვის აუცილებლად სანახავი ქვეყნების სია

იმ ქვეყნების სია, რომელიც თქვენი ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს

გაბედული გულღია და მეგობრული ვერძი აუცილებლად უნდა ესტუმროს ირლანდიას, თურქეთს, გერმანიას და ნიდერლანდებს, ამ ქვეყნებში ის თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში.

კურო ადამიანი რომელიც ყველაფერ ლამაზს აფასებს განა შესაძლებელია მან არ მოინახულოს შვეიცარია, შვედეთი, დანია, ნორვეგია და ისრაელი. თუ თქვენ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული ყველაფერთან ერთად მოიხიბლებით ეგვიპტური კულტურით.

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები აუცილებლად  უნდა ესტუმრონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საბერძნეთს, კოსტა-რიკასა და  პანამას. კონტაქტური ცნობისმოყვარე და აქტიური ტყუპები ამ ქვეყნებში ბევრ გასართობს ნახავენ.

კირჩხიბმა აუცილებლად უნდა მოინახულოს ინდოეთი, ბულგარეთი, მალტა და მადაგასკარი. ასეთი მხიარული ადამიანი არც ერთ ქვეყანაში არ მოიწყენს, თუმცა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ქვეყნებში თქვენს თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში.

ენერგიული და ხელგაშლილი ლომი აუცილებლად უნდა ესტუმროს ესპანეთს, ეგვიპტეს, ტაილანდს და ინდოეთს. ამ ქვეყნებში თქვენ საშუალება მოგეცემათ მიიღოთ მეფური მომსახურება და დატკბეთ ცხოვრებით. ზოგადად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან აინტერესებთ სპარსული და ინდო-ირანული კულტურა.

თუ თქვენ ქალწული ხართ და საფრანგეთში ჯერ არ ყოფილხართ, სასწრაფოდ ,,გამოასწორეთ’’ ეს შეცდომა. საფრანგეთი, იაპონია, ჩეხეთი და ლიტვა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. თქვენნაერი კომუნიკაბელური და ამავ დრუოულად მშვიდი ადამიანი საჭიროებს სრულყოფილ დასვენებას. ამ ქვეყნებში კი თავს ისე იგრძნობთ როგორც სახლში.

სასწორი ადამიანი, რომელიც სრულყოფილებისკენ და ჰარმონიისკენ მიისწრაფვის. თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ინგლისი, ტიბეტი, საბერძნეთი და დაუვიწყარი ვენესუელა. ცვლილებების მოყვარული სასწორი ამ ქვეყნებიდან ზღვა ემოციით დატვირთული დაბრუნდება და ენერგიულად შეუდგება ახალ საქმეს.

ენერგიული და მიზანდასახული მორიელი თუ გადაწყვეტს აუცილებლად მოინახულებს ნიკარაგუას, განას და დანიას. მორიელი საკუთარი ბრძოლისუნარიანობით ცნობილი ნიშანია და რასაც ის მოინდომებს აუცილებლად აკეთებს. ასე რომ სასწრაფოდ ,,მოინდომეთ’’ ამ ქვეყნების მონახულება.

ოპტიმისტი, მეგობრული და ხალისიანი მშვილდოსანი ნამდვილად უნდა ესტუმროს იტალიას, ბრაზილიას, ავსტრალიასა და მაროკოს. ამ ქვეყნებში თქვენ უდიდესი თავგადასავლები გელით. თქვენი ზოდიაქოს ქვეყნების მონახულება შეგძენთ იმ დაუვიწყარ მოგონებებს, რომელსაც ცხოვრებაში ასე ხშირად ეძებთ.

გამჭრიახი და ორგანიზებული თხის რქა აუცილებლად მოინახულებს ჩინეთს, ბელორუსიას, ჩილეს და ესტონეთს. თუ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული გაითვალისწინეთ, რომ ვერცერთ სხვა ქვეყანაში შეძლებთ იგივე ემოციების განცდას. ასე რომ დროა თქვენი მიზანდასახულობა და შრომისუნარიანობა ჩართოთ საქმეში და დაგეგმოთ თქვენი ოცნების მოგზაურობა.

ყოველთვის ორიგინალური და ლოიალური მერწყული მუდამ მზადაა თავგადასავლებისთვის. ჩაალაგეთ ჩანთა და გაემგზავრეთ ლატვია, პოლონეთი, რუსეთი და შვედეთი თქვენ გელოდებათ. ამ ქვეყნების მონახულებისას ვერ  იფიქრებთ, რომ პირველად ხართ. თქვენ ამ ქვეყნებისთვის ხართ დაბადებული  ეს თქვენი ქვეყნებია.

კეთილი და რომანტიკული თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები აუცილებლად უნდა ესტუმრონ  ბრაზილიას, პორტუგალიას, შრი-ლანკას და კუბას. ამ ქვეყნების მონახულების შემდეგ გახდებით მეტად თავდაჯერებულები და მზად იქნებით ახალი გამოწვევებისთვის ცხოვრებაში.

IRC Tour-ი კი ყოველთვის მზადაა დაგეგმოს თქვენი იდეალური დასვენება და გაითვალისწინოს უმცირესი დეტალები და მიიღოთ უმაღლესი დონის მომსახურება.