კუნძული თასოსი მარმარილოს სანაპირო
ეს სანაპირო კუნძულის ნამდვილი მარგალიტია. უნიკალურია ,რადგანაც უბრალო ქვიშის მაგივრად ,იგი დაფარულია ქათქათა მარმარილოს კენჭებით. თეთრი კენჭების და ღია ცისფერი ზღვის კონტრასტი ზრაპრულ პეიზაჟს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანაპირო ტურისტული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, კუნძულ თასოსზე ყოფნის დროს აუცილებლად ეწვიეთ მას, რადგანაც ის ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე და მსგავს სანაპიროს თქვენ ვერსად სხვაგან ვერ შეხვდებით.