ტოსკანა

ტოსკანა — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში მისი ფართობი 23 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 3 75 მლნ ადამიანი. რეგიონული დედაქალაქია ფლორენცია. ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაპტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალით იწონებს თავს. რეგიონი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თვალწარმტაცი ლანდშაფტი და საოცარი რომანტიკა - ასე ახასიათებენ ტოსკანას ტურისტები. რეგიონს ბევრი მიზეზის გამო სტუმრობენ: აქ, იხილავთ ხელოვნების მოყვარულებს, ღვინისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების მსურველებს. ადგილი სადაც თავისუფლად შეგიძლიათ , მთებში გაჭრილ ბილიკებზე ველოსიპედით ისეირნოთ - ეს საოცარი შეგრძნება არასდროს დაგავიწყდებათ. ტოსკანა სამოთხის პატარა ნაწილია იტალიაში და შემთხვევითი არაა, რომ რეგიონი საუკეთესოდ მიიჩნევა ეკოტურიზმისთვის. ვისაც სურს იცხოვროს სილამაზისა და სიმშვიდის ატმოსფეროში, უნიკალური პასტორალური პეიზაჟების ფონზე დატკბეს შუა საუკუნეების დროინდელი სოფლების მოკირწყლული ქუჩებითა და ძველებური ეკლესიებით, ირჩევს ტურიზმის შედარებით ახალ ფორმას “აგროტურიზმს” – როცა ნებისმიერ დროს შედარებით იაფად ქირავდება სოფლის სახლები მთლიანად, თავისი ვენახებითა თუ ზეთისხილის ბაღებით. ტოსკანა უნიკალური რეგიონია ცენტრალური იტალიის დასავლეთ სანაპიროზე. აქ მდებარეობს იტალიის 8 ბუნებრივი ნაკრძალიდან ორი – “პარკო დელა მარემა” და “მილიარინო სან როსორე”. ეს ყველაზე პოპულარული ტურისტული ოლქია არა მარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. აქ ჩამოდიან აღორძინების ეპოქის ხელოვნების სანახავად, ადგილობრივი სამზარეულოს გასაცნობად, ღვინოების გასასინჯად და პლაჟებზე გასარუჯად. ტოსკანა განთქმულია თავისი კრისტალურად სუფთა წყალსატევებით, ხელუხლებელი ბუნებით, კაშკაშა-მწვანე პეიზაჟებით და კარგად შენახული არქიტექტურული ძეგლებით. ამის გამო აქაურობას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.